ნებისმიერი შენობის აშენებისას, ჯერ ხდება სადგარის შექმნა, რომელსაც შემდეგ მთელი კონსტრუქცია ეყრდნობა. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ის მაქსიმალურად მდგრადი და მოხერხებული იყოს. ჩვენი ორგანიზმისთვის ასეთი ფუნქცია აქვთ ძვლებს.
ძვლები ერთი შეხედვით მყარ და მშრალ კონსტრუქციას ქმნიან, თუმცა, სინამდვილეში ისინი ჩვენი ორგანიზმის სხვა ქსოვილების მსგავსად კვებას საჭიროებენ. ძვალი იკვებება სისხლის საშუალებით, რომელშიც მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა. შესაბამისად, მასაც ახასიათებს ზრდისა და რეგენერაციის უნარი.
ძვლის ძირითადი შემადგენელი ნივთიერება კალციუმის ფოსფატია, რომელიც მის სიმყარეს განაპირობებს. ადამიანის ასაკის ზრდასთან ერთად იცვლება ძვლის შემადგენლობა და თვისებები. მცირეწლოვნების ძვალში ორგანული ნივთიერებების და კოლაგენური ბოჭკოების ხვედრითი წილი მეტია, ვიდრე ზრდასრულ და მითუმეტეს, ხანდაზმულ ასაკში. ამიტომაცაა, რომ ახალგაზრდების ძვლები უფრო ელასტიური და ნაკლებად მყიფეა, ვიდრე ხანდაზმულების.
კალციუმის კლების პროცესი ნელი ტემპით 35 წლიდან იწყება და 60 წლიდან - ინტენსიურად მიმდინარეობს. თუ შესაბამისი ხელშეწყობა არ აქვს ორგანიზმს, ასაკის მატებასთან ერთად, ძვლები ვიწროვდება და მტვრევადი ხდება. ხშირად, მოხუცებულების დაცემის მიზეზი, სწორედაც რომ დასუსტებული ძვლებია.
გარდა ასაკისა, კალციუმის ნაკლეობის მიზეზი შეიძლება იყოს:
ძვლების სისტემურ დაავადებას ოსტეოპოროზსაც უწოდებენ. დადგენილია, რომ იგი ზრდასრული ასაკის ყოველ მე-3 ქალს და ყოველ მე-5 მამაკაცს აღენიშნება. მსოფლიოში ოსტეოპოროზით დაავადებულთა რაოდენობა 200 მილიონს აღწევს. იოლი ოსტეოპოროზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რთულ შემთხვევებში კი - ხშირია ძვლების მოტეხილობები.
ოსტეოპოროზის დამახასიათებელი ნიშნებია:
ოსტეოპოროზის ხელშემწყობი ფაქტორები შეიძლება იყოს:
ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალებაა დენსიტომეტრია, რომელიც ფუნქციონირებს კლინიკა “მედიქალ ჰაუსში”. კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით!